კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

 წითელ ზონად გამოცხადებულ აჭარაში რთული მდგომარეობაა – დღეს გამოვლენილი შემთხვევიდან 360 ფაქტი სწორედ ამ რეგიონს უკავშირდება. ვირუსით დაღუპული ორი მოქალაქიდან, ერთი ბათუმის კლინიკაში გარდაიცვალა. ინფიცირებული ქალბატონი სამედიცინო დაწესებულებაში, რეანიმაციულ განყოფილებაში დაახლოებით ერთი კვირის წინ მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.

თეა აბსარიძე მუშაობს აჭარაში, სადაც დამძიმებული ეპიდსიტუაციის გამო, შეზღუდვები ამ დრომდე მოქმედებს –  ბოლო ინფორმაცია ადგილიდან.