კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად შეიცვალა – დღეს კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი პირველად ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სამციფრიან ნიშნულზე ავიდა.

ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აჭარას უკავშირდება. კიდევ რომელ კლასტერებთან არის დაკავშირებული ახალი შემთხვევები და დაუდასტურდათ თუ არა ვირუსი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების კონტაქტებს, თამარ ნადარეიშვილია ახალი ინფორმაციით პირდაპირ ეთერში – როგორ ფასდება დღევანდელი ვითარება ეპიდემიოლოგების მიერ.