კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი ტენდენცია გრძელდება. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საყურადღებოა. ინფიცირებულთა დღევანდელი მონაცემი 20-ს ასცდა. „კოვიდ-19“ 23 ადამიანს დაუდასტურდა, რაც 14 აგვისტოს შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მათ შორისაა ბათუმის ერთ-ერთი საკონდიტრო მაღაზიის ორი თანამშრომელი, რის გამოც ობიექტის დახურვა და ადგილზე დასაქმებულთა იზოლაციაში გადაყვანა გახდა საჭირო.

დაავადებულთა კონტაქტები 70-ზე მეტია. ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც – დაინფიცირებულია სუს-ის თანამშრომელი, 38 ადამიანი კი კარანტინში იმყოფება.