კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ბათუმში დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. იგი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, მეორე მამაკაცი კი საქართველოს მოქალაქეა და ბათუმში გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს წარმოადგენს. ორივე ინფიცირებული გადაყვანილია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც დღევანდელი შემთხვევების ჩათვლით, 32 პაციენტი მკურნალობს.