კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება სამეგრელოში

ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. როგორც სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, 88 წლის მამაკაცს გულსისხლძარღვთა პრობლემები ჰქონდა და ის სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობდა. მისივე თქმით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 58 პირს. აქედან 36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 21 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია, 15-ზე კი მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა.

გამოვლენილი ინფიცირებულებიდან არიან ზუგდიდის 17 ბაღის აღმზრდელი და ფოთის ექვსი ბაღის აღმზრდელი, ასევე ხობის სოფელი პირველი მაისის საჯარო სკოლის ორი პედაგოგი და ერთი მოსწავლე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდპაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 25 პირი. რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში სულ იმყოფება – 232 ადამიანი.

დატოვე კომენტარი