კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ორი ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. გამოვლინდა 434 ახალი შემთხვევა. დაღუპულთა შორის არის აბაშის მკვიდრი 66 წლის პაციენტი, მას თანდაყოლილი დაავადებები ჰქონდა, ისევე როგორც სენაკის მკვიდრს, 84 წლის მამაკაცს, რომელიც სენაკის კლინიკა „სენამედში“ გარდაიცვალა.

რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 150 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, მათ შორის 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.