კორონავირუსი – ეპიდემიოლოგიური ვითარება ქუთაისში

12:57, 10.10.2020

ქუთაისის 37 საბავშვო ბაღში სწავლის განახლება ერთი კვირით გადაიდო. მიზეზი რამდენიმე ბაღში ახალი კორონავირუსის შემთხვევები გახდა. ვირუსი ერთ-ერთი ბაღის გამგეს და ბაღების რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. 

მსგავსი