კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

თითქმის თანაბარია ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა აჭარასა და იმერეთში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 662-ით გაიზარდა.

ახალი კორონავირუსით ქუთაისში ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა. მკურნალობის მიუხედავად, 62 წლის პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, სპეციალისტის ინფიცირება საყოფაცხოვრებო პირობებში მოხდა.

ამასთან, საავადმყოფოებიდან გასაწერად ამზადებენ პაციენტების ნაწილს. კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში გამოჯანმრთელებულებს შორის არის 91 წლის ქალბატონი და 73 წლის მამაკაცი. სამედიცინო დაწესებულებას მალე დატოვებს 80 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი წყალტუბოდან.