კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება კახეთში

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა კახეთში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ერთი მათგანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები დაინფიცირებული ქალის კონტაქტია.

მეორე კი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები მამაკაცი, რომელსაც ქორწილი გორში ჰქონდა და სოფელში ჩასვლის შემდეგ, ვირუსი დაუდგინდა. დაინფიცირებული მამაკაცი თბილისში გადმოიყვანეს. მდგომარეობა სტაბილურია.