კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება კახეთში

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ლაგოდეხში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვებს დაუდასტურდათ და მათი გადაყვანა თბილისში სპეციალიზებულ კლინიკაში იგეგმება. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც ამ ეტაპზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. რეგიონში ამ დროისთვის 34 ინფიცირებულია. რეგიონის მასშტაბით მოქმედ სამ საკარანტინო ზონაში 122 ადამიანი რჩება, თვითიზოლაციაში კი 171 მოქალაქე.