კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

ქუთაისში „კოვიდ-19“ რვა პირს დაუდასტურდა. ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 1400 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და აქედან მხოლოდ რვა პასუხი იყო დადებითი.

იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირების წყაროების კვლევა, თუმცა ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ყველა შემთხვევა ე.წ. სკოლის კლასტერს უკავშირდება.

ქუთაისში საველე კარავი, სადაც მოქალაქეებს „პისიარტესტებს“ უკეთებდნენ, დაიხურა. ის ქუთაისის ცენტრალურ სკვერში ოთხი დღის წინ განთავსდა და მედიკოსებმა „პისიარტესტი“ 1000-მდე მსურველს აუღეს.