კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 70 წლის მამაკაცს ვირუსთან ერთად, თანმხლები დაავადება, გულ-სისხლძარღვთა პრობლემა ჰქონდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავადმყოფოში 81 პაციენტი მკურნალობს, მათგან კრიტიკულად მძიმეა ხუთის მდგომარეობა. ამასთან, გასული 24 საათის მონაცემებით, კლინიკაში ხუთი პირი გამოჯანმრთელდა. პარალელურად, სამედიცინო დაწესებულებას ცხრა ახალი ინფიცირებული შეემატა.