კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 37 პაციენტიდან, ორი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. ორივე პაციენტს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იყვნენ მოთავსებული. ამ დროისთვის კლინიკაში 180 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ერთი პაციენტი გარდაიცვალა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. გარდაცვლილი 84 წლის მამაკაცი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ზურაბ ჯავახაძეა. კლინიკაში ამ დროისთვის 83 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმერეთში კორონავირუსის 931 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების ახალი შემთხვევების მიხედვით, რეგიონი თბილისის შემდეგ მეორე ადგილზეა.

 

დატოვე კომენტარი