კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

იმერეთში კორონავირუსისგან გარდაცვალების ოთხი ფაქტი დაფიქსირდა. პარალელურად, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან 16 გამოჯანმრთელებული გაეწერა და 18 ახალი კოვიდდადებითი პაციენტი მიიღეს.

ამ ეტაპზე კლინიკაში 75 ინფიცირებული მკურნალობს. პაციენტებს შორის ოთხი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. 11 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. კლინიკაში მკურნალობენ ბავშვები, მათ შორის 25 დღის, ერთი და ორი თვის ჩვილები, ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან. ასევე, კლინიკაში მკურნალობს 102 წლის ხანდაზმული ქალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა, სტაბილურია.