კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში 939 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს – „კოვიდ-19“ 99 პირს დაუდასტურდა. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესი ნაწილი – 60 შემთხვევა ქუთაისში, დანარჩენი კი რაიონებში დაფიქსირდა. ახალი ინფიცირებულები აქამდე არსებული პაციენტების კონტაქტები არიან.

გუბერნატორის ინფორმაციით, დღეიდან იმერეთში ამოქმედდება კიდევ 135 ნომერზე გათვლილი კოვიდსასტუმრო. ასევე, კოვიდინფიცირებული პაციენტების მომსახურებაზე გადავა დამატებით რამდენიმე კლინიკა. იმერეთის რეგიონში მკურნალობის კურსს 501 კოვიდინფიცირებული გადის. 200 უსიმპტომო პაციენტი კი სასტუმროებშია განაწილებული.