კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება გორში

კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევაა შიდა ქართლში. მათ შორის ოთხი არასრულწლოვანია. მათგან სამი მოზარდი გორის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეა. ახალ დადასტურებულ შემთხვევაში შედის ტელეკომპანია „დიას“ ჟურნალისტი.

ინფიცირებული საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. მისი კონტაქტები ნაწილობრივ მოძიებულია, თუმცა ეპიდკვლევა ჯერ ისევ გრძელდება. სულ რეგიონში თვითიზოლაციაში 743 პირი იმყოფება. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის 163 შემთხვევაა დადასტურებული.

დატოვე კომენტარი