კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ტესტირება 167 პირს ჩაუტარდა. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1590-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 130 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 19 მძიმედ არის, საშუალო სიმძიმისაა 57 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საავადმყოფოდან გაეწერა შვიდი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამჟამად 590-ია. გარდაცვლილია 12 მოქალაქე.