კორონავირუსი – ეპიდემიოლოგიური ვითარება აფხაზეთში

15:25, 17.10.2020

ყოველდღიურად იზრდება ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ოკუპირებულ აფახაზეთში, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 93 პირს დაუდასტურდა. ტესტირება სულ 285 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 127 კოვიდინფიცირებული პაციენტია. მათგან 19-ის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2672 შემთხვევაა აღრიცხული, გამოჯანმრთელდა 1175 ადამიანი, გარდაიცვალა 27.

მსგავსი