კორონავირუსი – ეპიდემიოლოგიური ვითარება აფხაზეთში

13:02, 10.10.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა. გუდაუთის საავადმყოფოში 133 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 15-ის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 170 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 814 ადამიანი, გარდაიცვალა 21 პაციენტი.

მსგავსი