კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

კვლავ რთული ეპიდსიტუაციაა აჭარაში – დღეს აღრიცხული ახალი შემთხვევებიდან, 226 აჭარას უკავშირდება. პაციენტების ნაწილი რეგიონში მოქმედ ცხრა კოვიდმიმღებ კლინიკაში არიან გადანაწილებულები. ნაწილი სასტუმრო ჰოსპიტლებში, ნაწილი კი, ის მოქალაქეები, რომელთა შემთხვევაშიც ვირუსი მუბუქი ფორმით მიმდინარეობს, სახლის პირობებში მკურნალობს.

მერაბ წულუკიძე მუშაობს აჭარაში და ახალი მონაცემების შესახებ საუბარს განაგრძობს.