კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

აჭარაში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 127 პაციენტი. ამ ეტაპზე კლინიკაში 310 ინფიცირებული მკურნალობს, რვა პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კოვიდსასტუმროში  285 ადამიანია მოთავსებული.