კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

ბოლო პერიოდის მონაცემების მიხედვით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია ნარჩუნდება – რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსი 37 მოქალაქეს დაუდასტურდა. პარალელურად, გამოჯანმრთელდა, 124 პაციენტი. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვალების ორივე ფაქტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დადასტურდა. ამ დროისთვის აჭარაში მოქმედ კოვიდმიმღებ კლინიკებში 361 ინფიცირებული მკურნალობს, 266 კი სასტუმრო–ჰოსპიტალში იმყოფება. რეგიონის მასშტაბით, კრიტიკულ მდგომარეობაშია და ხელოვნურ სუნთქვაზეა 22 პაციენტი.