კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 121 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. „კოვიდ-19“-ის გავრცელების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილიდან აჭარამ უკვე მესამეზე გადაინაცვლა.

რეგიონში ეპიდსიტუაცია ბოლო პერიოდში შედარებით შემსუბუქებულია. გამოჯანმრთელდა – 286 პაციენტი, სულ აჭარაში ვირუსი უკვე 30 170-მა ინფიცირებულმა დაამარცხა. დღეისთვის კლინიკებში 524, კოვიდსასტუმროებში 562, ბინაზე კი 1678 პირი მკურნალობს. რეგიონში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია 33 პაციენტი.

 

დატოვე კომენტარი