კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 191 შემთხვევა გამოვლინდა, 341 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 39-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

კლინიკაში მკურნალობს – 661 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 707, ონლაინკლინიკაში კი 2 131 პირი. ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.