კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

თბილისი-იმერეთი-აჭარა – უკვე რამდენიმე კვირაა, რეგიონების მასშტაბით, ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ აქ ფიქსირდება. აჭარის რეგიონში მეორე დღეა, თითქმის ერთნაირი მონაცემი გვაქვს. გუშინდელი 331 შემდეგ, დღეს აჭარაში ვირუსით ინფიცირების ორით მეტი, 333 ფაქტი გამოვლინდა.

მერაბ წულუკიძე დეტალებით პირდაპირ ეთერში განაგრძობს საუბარს.