კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე ერთი კვირაა შემცირებულია – ერთ დღეში ვირუსი დაუდასტურდა 339 ადამიანს. გამოჯანმრთელდა 506 პირი. კვირაზე მეტია, ფიქსირდება ტენდენცია, როცა დღიურად უფრო მეტი გამოჯანმრთელებულია, ვიდრე ინფიცირებული. გასული დღე-ღამის გამავლობაში საავადმყოფოებიდან გაეწერა 127 პაციენტი.