კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

კორონავირუსის  2058 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში, ქვეყანაში მიმდინარე გაფართოებული ტესტირების ფონზე. გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმი. ახალი შემთხვევების უმეტესობა კვლავ თბილისს უკავშირდება. სიახლეა „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატების მიმართულებითაც. ბრიტანეთმა კორონავირუსის მკურნალობის პროცესში მედიკამენტ ტოცილიზუმაბის ეფექტიანობა დაადასტურა, რომელიც კრიტიკული პაციენტებისთვის საქართველოში პანდემიის პირველივე ეტაპიდან გამოიყენებოდა.

კოვიდსტატისტიკა და მოლოდინები თათია ტაბეშაძის სიუჟეტში.