კორონავირუსი - ​ვითარება კარანტინის ზონაში

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია იმ მედპერსონალის შვილი, რომელსაც ახალი კორონავირუსი სამი დღის წინ დაუფიქსირდა. ეპიდემიოლოგებმა დაინფიცირებული ბავშვის კონტაქტების მოძიება უკვე დაიწყეს და ადგილზე მოსახლეობას „პისიარ ტესტები“ უტარდებათ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაბანში ეპიდსიტუაცია ამ დროისთვის ნორმალურია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა, კვლავ ჩაკეტილია სოფელი ყარაჯალარი, სადაც ტესტირება დამატებით ყველა იმ პირს უტარდება, რომელთაც ადგილობრივი პროდუქტის სოფლიდან გამოტანა და რეალიზება სურთ.