კორონავირუსი - ​ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ისევ რეკორდული მაჩვენებელი და სტატისტიკა, რომელიც ყოველდღიურად იზრდება. კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი უკვე ორი ათასს მიუახლოვდა – გარდაიცვალა კიდევ ათი პაციენტი. მიუხედავად მზარდი რიცხვებისა, ახალი შეზღუდვების შემოღება ჯერ არ იგეგმება და, შესაძლოა, არც გახდეს საჭირო, თუ მოსახლეობა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ კორონავირუსის შეკავება მოხერხდება, თუ მოქალაქეების 90 პროცენტი პირბადეს გამოიყენებს.