კორონავირუსი - ​ეპიდემიოლოგიური ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 144 შემთხვევა დაფიქსირდა. ტესტირება სულ 495 ადამიანს ჩაუტარდა. გუდაუთის საავადმყოფოში 123 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 450 შემთხვევაა გამოვლენილი, 1 294 გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა. სოხუმში მობილურ ჰოსპიტალში კოვიდდადასტურებული 28 პაციენტი რჩება, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.