კორონავირუსი - ​ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

დღეს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მწვანე შუქი კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინას აუნთო. კომპანია „მოდერნას“ მიერ წარმოებული ვაქცინით, რომელმაც 95 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა, სულ მალე აიცრებიან ამერიკის მოქალაქეები.

იანვრის პირველი რიცხვებიდან კი „მოდერნას“ პროდუქტი ხელმისაწვდომი გახდება ევროპისთვისაც. თუმცა, ვიდრე ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება, ევროკავშირის ქვეყნები საშობაო დღესასწაულებისთვის ამჯერად მკაცრი შეზღუდვებით ემზადებიან.

სალომე თორაძის სიუჟეტი.