კორონავირუსი ​- სასწავლო პროცესის აღდგენა და რეგულაციები

კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებლის გამო, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, რიგი შეზღუდვები ძალაში რჩება. საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით ისევ ვერ განახლდება. პირველი ოქტომბრიდან მოსწავლეებს სკოლის შენობებში მხოლოდ ფოთისა და გორის სკოლები მიიღებენ. თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში კი გაკვეთილები საკლასო ოთახებში მხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ჩატარდება, დანარჩენი კლასები კი სწავლას ისევ დისტანციურად გააგრძელებენ.

გადაწყვეტილება არ ეხება აჭარას, როგორც წითელ ზონას, სადაც მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სწავლის კლასებში დაწყების თარიღი გაურკვეველია. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სწავლა, სავარაუდოდ, აქაც პირველი ოქტომბრიდან განახლდება.

ბაღების შემოწმება უკვე დაწყებულია და ის პირველ ოქტომბრამდე დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუ ბაღის აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდება, მასზე სრულ მართვას ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ერთეული აიღებს.