კორონავირუსი -​ ეპიდემიური ვითარება გურიაში

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოქმედებს გურიაში, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სამ სოფელში. ბოლო 24 საათში, გურიაში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოზურგეთის სოფელ შრომაში, ასევე, ლანჩხუთის სოფლებში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი ტესტირებაც.

აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება. რაც შეეხება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესს, გურიის რამდენიმე სოფელში იგი კვლავაც დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.