კორონავირუსი -​ ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

დღეს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აქამდე დაფიქსირებულ ყოველდღიურ სტატისტიკასთან შედარებით, ყველაზე მაღალი ნიშნულია. 166 შემთხვევა აჭარაში აღრიცხეს, მას მოსდევს იმერეთი და თბილისი. კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში.

ყველა შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია. ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია „კოვიდ-19“-ის 4 960 შემთხვევა, განკურნებულია 1 819 პაციენტი. გარდაცვლილია 28 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში რვაასი პირი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 674 მოქალაქე. ამ დროისთვის 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.