კორონავირუსი -​ ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოში – დღეს 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აქამდე აღრიცხულ ყოველდღიურ სტატისტიკასთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილია 27 პაციენტი. 19 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა.

თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის, ლიდერობს თუ არა კვლავ აჭარა დღევანდელ სტატისტიკაში და რამდენი შემთხვევა გამოვლინდა თბილისსა და რეგიონებში.