კორონავირუსი -​ ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში იმყოფება – დღეს გაირკვა, რომ არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.პისიარ“ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრებსაც, თუმცა, მათ „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდათ.

„ქართულ ოცნებაში“ ასევე ადასტურებენ, რომ კორონავირუსით არის ინფიცირებული ცენტრალური ოფისის ერთ-ერთი თანამშრომელი, რის გამოც „ლუგარის ლაბორატორიაში“ აქტიურად მიმდინარეობს ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების ტესტირება. დღეს ახალი კორონავირუსი შვიდ ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი.