კორონავირუსი​ - ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ით 53 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ლეტალური შემთხვევების რიცხვი მილიონ 300 ათასს აღწევს. ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება აშშ-ში, რომელიც ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამეზე კი ბრაზილია. ვითარება კვლავ რთულია ევროპაშიც. სხვადასხვა ქვეყანა ვირუსთან საბრძოლველად დამატებით შეზღუდვებს აწესებენ.

თამთა რუხაძე გიამბობთ.