კორონავირუსი -​ ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

იმერეთში „კოვიდ-19“-ის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ლაბორატორიაში 1324 ნიმუში გამოიკვლიეს. სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები ე.წ. ოქროს ბირჟის, საირმისა და მაღაზიის კლასტერებს უკავშირდება. ზვიად შალამბერიძის თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.