კორონავირუსი ​ - ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

იმერეთის რეგიონი ისევ წითელ ზონად რჩება. დღეს აღრიცხული შემთხვევების მიხედვით, აქ ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარას მცირედით სჭარბობს და 619-ს შეადგენს. დაღუპულია ათი პაციენტი. რაც შეეხება განკურნებულებს – ტაშით გააცილეს კლინიკიდან 102 წლის ქალბატონი, რომელმაც ვირუსი დაამარცხა. ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარი, ქუთაისის ინფექციურში ორი კვირის წინ შეიყვანეს.

კლინიკაში რჩებიან ჩვილებიც, რომელთა მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. რეგიონის კლინიკებში კი ამ დროისთვის მკურნალობის კურსს სულ 1049 პირი გადის, მათგან 30 მძიმე მდგომარეობაშია. 32 მოქალაქე რჩება საკარანტინო სივრცეში, თვითიზოლაციაში კი, იმერეთის რეგიონის მასშტაბით, 4 9 21 მოქალაქე იმყოფება.