კორონავირუსი -​ ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

იმერეთში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ხუთი ინფიცირებული ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. ისინი ქუთაისიდან არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 56 პაციენტი გადის. მათგან 23 ბავშვია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან. დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში ათი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.