კორონავირუსი ​- ეპიდემიოლოგიური ვითარება გურიაში

გარკვეულწილად აჭარას უკავშირდება გურიაში გამოვლენილი სამი შემთხვევიდან ერთ-ერთი. „მოამბის“ ინფორმაციით, ჩოხატაურში მცხოვრები ქალი, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა, ბათუმში ქორწილში იმყოფებოდა. დღესვე გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაადასტურეს, რომ ამავე ქორწილში იყო მეორე პირიც, შუახნის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი ოზურგეთში გამოუვლინდა.

საერთო ჯამში, გურიაში ერთი შემთხვევა ოზურგეთში, ორი კი ჩოხატაურშია დაფიქსირებული. კოვიდინფიცირებულია სამი თვის ბავშვიც. ის ჩოხატაურში იმ ქალის მეზობელია, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ოზურგეთში ინფიცირებული შუახნის მამაკაცი კი სოფელ ასკანის მკვიდრია. არსებული ინფორმაციით, მას ჩოხატაურში მცხოვრებ ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.