კორონავირუსი -​ ეპიდემიოლოგიური ვითარება სამეგრელოში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ცხრა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან არის, სამი კი ზუგდიდის ე. წ. ოქროს ბირჟის კლასტერია. 25 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 673 პირის ნიმუში გამოიკვლიეს. სულ რეგიონში ინფიცირებულია 68 მოქალაქე. ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინო სივრცეში 176 ადამიანი იმყოფება.

დატოვე კომენტარი