კორონავირუსი​ - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ეპიდვითარება ყოველდღიურად უარესდება. დღევანდელი კოვიდსტატისტიკა ასეთია – 3504 შემთხვევა ბოლო 24 საათში და 33 გარდაცვლილი. აქედან 1232 ახალი კოვიდინფიცირებული და ათი გარდაცვლილი თბილისს უკავშირდება. რთული ვითარებაა რეგიონებშიც. ამასთან, მზარდია გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის დამარცხება კიდევ 3163-მა პაციენტმა შეძლო. დღეს ცნობილი გახდა, რომ კლინიკების ნაწილი მომავალი კვირიდან ინფიცირებული პაციენტების მისაღებად დამატებით საწოლებს გამოყოფს.

  თამარ ნადარეიშვილი გიამბობთ.