კორონავირუსი​ - ეპიდემიოლოგიური ვითარება აფხაზეთში

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მზარდია ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდინფექცია 73 პირს დაუდასტურდა. ტესტირება ბოლო 24 საათში, 296 ადამიანს ჩაუტარდა. ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში 154 პაციენტი მკურნალობს, აქედან 33-ის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ​კოვიდინფიცირებული ორი მამაკაცი გარდაიცვალა. სულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსით ინფიცირების 5024 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 60 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3452 პაციენტი.