კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები და სამოქმედო გეგმა 

არსებობს მოლოდინი, რომ კვირის ბოლოსთვის ქვეყანაში, შესაძლოა, დაავადების ე.წ. მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის ფაქტები დაფიქსირდეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ინფიცირებულ მოქალაქეთა რაოდენობის ზრდას ვარაუდობენ. ახლა მთავარ ამოცანად ეპიდემიის თავიდან აცილება და ახალი შემთხვევების ზომიერი ზრდის შენარჩუნება სახელდება.

პირველი ინფიცირებულის გამოვლენიდან სამი კვირის თავზე, საქართველოში „კოვიდ 19“-ის 38 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ერთმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა. ოთხი ახალი ფაქტი უკვე ინფიცირებულ ერთ პირთან კონტაქტს უკავშირდება. ვიცით მხოლოდ ის, რომ მათგან ორი, ანალიზის აღებამდე, იზოლაციაში იმყოფებოდა.