კორეელი ღვინის ექსპერტები თბილისში

საქართველოში ვიზიტით კორეის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენლები და ცნობილი სომელიეები არიან. ტურის ფარგლებში, კორეელი ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის კომპანიებსა და მარნებს კახეთში ესტუმრნენ, ადგილზე გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიასა და ტრადიციებს, მათთვის თბილისში ასევე გაიმართა რამდენიმე მწარმოებლის ღვინის დეგუსტაცია.