კონტროლი მეტროში

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს. პანდემიის პერიოდში მოქმედი რეგულაციების აღსრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დედაქალაქის მეტროპოლიტენში აკონტროლებენ. საპატრულო პოლიცია მორიგეობს როგორც მეტროს გარე, ისე შიდა პერიმეტრზე.