კონკურსი ექიმებისა და ექთნებისთვის

12:25, 04.09.2025

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა ექიმი-ნარკოლოგებისა და საპროცედუროს ექთნებისთვის კონკურსი გამოაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, პრიორიტეტი იმ პირებს მიენიჭებათ, ვინც ოპიოდური ჩანაცვლების თერაპიაზე კერძო მიმწოდებლებთან მუშაობდნენ და აქვთ სახელმწიფო ორგანიზაციაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი. არსებობს მოთხოვნები, რომლებსაც კონკურსში მონაწილეობის მსურველი ექიმები და ექთნები უნდა აკმაყოფილებდნენ. ესაა უმაღლესი სამედიცინო განათლება; სახელმწიფო სერტიფიკატი ნარკოლოგიაში, ნარკოლოგად მუშაობის ორწლიანი და ექთნად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.

საბუთების მიღება 15 სექტემბრის ჩათვლით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ან ონლაინაა შესაძლებელი.

მსგავსი