კონგრესი „ონკოლოგიასა და მოლეკულურ დიაგნოსტიკაში“ 

12:30, 28.06.2025

თბილისი „ონკოლოგიასა და მოლეკულურ დიაგნოსტიკაში“ პირველ ნაციონალურ კონგრესს მასპინძლობს. მონაწილეთა შორის 300-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ექიმია, მათ შორის ონკოლოგიისა და მომიჯნავე პროფილის სპეციალისტები. თბილისში იმყოფება ევროპის ონკოლოგიის სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრუ ენიუც. ღონისძიება 9 პანელსა და 50-მდე მოხსენებას აერთიანებს, სადაც ონკოლოგიისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის მიმართულებით უახლესი მიღწევები განიხილება. ღონისძიება საქართველოს ონკოლოგიის სკოლის, საქართველოს მოლეკულური დიაგნოსტიკის ასოციაციისა და თოდუას სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.

მსგავსი