კონფერენცია ექიმებისთვის

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის საკითხებზე ექიმებისთვის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ცნობადობის ამაღლების საინფორმაციო კამპანიის „ლურჯი მარტის“ ფარგლებში მოეწყო. შეხვედრის მიზანი ოჯახის ექიმებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება იყო, მათ შორის მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის პროგრამის და მასში მოსახლეობის ჩართვის კრიტერიუმების კუთხით.

ღონისძიებას სხვადასხვა კლინიკების ზოგადი პროფილის ექიმები, ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო პერსონალი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე პაციენტთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.